კომპანიის სიახლეები

2018 წლის 07 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ცვლილება, რომელიც ეხება კომერციული ბანკებიდან კრედიტების გაცემას. კერძოდ, ცვლილება განიცადა „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №49/04 ბრძანებამ. ცვლილების შესაბამისად:
2018 წლის 07 მარტს საქართველოს პარლამენტის უწყებით (დოკუმენტის N 2035-IIს) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგ მუხლებში შევიდა ცვლილებები და დამატებები.
დღეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს თ.ბ.-ს სააპელაციო საჩივარი მოქალაქე ნ.ბ.-ს მიმართ, ხოლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქე ნ.ბ.-ს სააპელაციო საჩივარი და მას ბანკის სასარგებლოდ მხოლოდ დავალიანების ძირი თანხის და დაპაუზებამდე არსებული პროცენტის გადახდის ვალდებულება დააკისრა, რომლის შესრულებისათვისაც 18 თვე განუსაზღვრა.
2017 წლის 09 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ საერთო კრებაზე, მარიკა არევაძე ეთიკის კომისიის წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს. მარიკა 40-დან 12 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა შორის მოხვდა.

ცნობისათვის: მარიკა არევაძეს აქვს 12 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 5 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. 2012 წლიდან აქტიურად ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას. ასევე აქვს 3 წლიანი სალექტორი გამოცდილება საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოცემულია რამდენიმე კვლევა სამართლის სფეროში. მარიკა არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს წევრი და ,,ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ დამფუძნებელი.


ეთიკის კომისიაში ასევე შევიდნენ შემდეგი წევრები: ცისმარი ონიანი, ანა ლორია, ირაკლი კორძახია, ია გაბედავა, თორნიკე ბაქრაძე, კონსტანტინე გელაშვილი, ხათუნა ჩხაიძე, გია ტაბლიაშვილი, არჩილ ჩოფილაშვილი, ქეთევან უტიაშვილი და ინგა სეხნიაშვილი.
2017 წლის 3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა მოახდინა მისი გუნდის წარდგენა. დავით ასათიანის მიერ ეთიკის კომისიის წევრად წარდგენილ იქნა ,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - მარიკა არევაძე.
საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება საპენსიო ასაკთან მიმართებით, ვინაიდან ქალისა და მამაკაცის მიმართ განსხვავებული საპენსიო ასაკის არსებობით სახეზე გვაქვს პირდაპირი დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში დაყენებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლთან მიმართებით, სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილის შეუთავსებლობის საკითხი.
საადვოკატო კომპანია „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“ არის ა(ა)იპ „საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც სულ ახლახანს, მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანების საქმიანობის მთავარ მიზანს ადვოკატის პროფესიის განვითარება წარმოადგენს.