კომპანიის სიახლეები

სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში მიმდინარეობს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოთხწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანიის - PMCG ჯგუფის ექსპერტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების წარმომადგენლები და პარტნიორი დონორი ორგანიზაციების თანამშრომლები. შეხვედრებს ასევე ესწრება ჯგუფის დამფუძნებელი მარიკა არევაძე.
,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“ აცხადებს სტაჟირებას - იურისტი-სტაჟიორის პოზიციაზე.

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი ო. ონიაშვილის ქ. №34
გრაფიკი: შეთანხმებით
პერიოდი: 4 თვე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესული მორიგი ცვლილებებით (დოკუმენტის N 3315-რს) სასესხო ურთიერთობების გარკვეული ნაწილი ახლებურად დარეგულირდა. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად:
ადვოკატ მარიკა არევაძეს, წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონიაზე პერსონა
2018 -ის ჯილდოს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონია უკვე მეხუთე წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც ჯილდოვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისთვის რომლის ფარგლებშიც ადვოკატი მარიკა არევაძე ბორდის მიერ წარდგენილი გახლდათ პერსონა 2018 ზე სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ამა წლის ბოლოს 22 დეკემბერს ცერემონიალზე გადაეცემა ტიტული.

ჯგუფის დამფუძნებელი მარიკა არევაძე ესწრებოდა 2018 წლის 21-22 ივლისს, თელავში, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების პროგრამის სტანდარტებსა და ეფექტიანი განხორციელების საკითხებზე ადვოკატებისთვის ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგს. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით და წარმოადგენს პირველ ღონისძიებას ტრენინგების იმ ციკლის ფარგლებში, რომელსაც მენტორობის მსურველი ყველა ადვოკატი გაივლის.


ცნობისათვის ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის 01 იანვრიდან, ადვოკატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა, რომელიც შედგება ადვოკატთა ასოციაციის აკადემიის ბაზაზე ორგანიზებული თეორიული ნაწილისა და მენტორ ადვოკატთან სტაჟირებისგან.

 

 

 

2018 წლის 12 ივლისს სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, ჭარბვალიანობასა და სასესხო საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშრებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის წევრები, იუსტიციისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ წარმოადგინა საკუთარი ხედვა და მოსაზრება ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯგუფის დამფუძნებელი, ადვოკატი მარიკა არევაძე, რომელმაც ისაუბრა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის - კერძო იპოთეკარების აღრიცხვისა და მათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარების საკითხი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაცვლად, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების პრობლემა; აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა; მომხმარებლის უფლებების დაცვა, მათ შორის პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების მხრიდან და საშეღავათო პროგრამების არარსებობის პრობლემა.

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა და ხაზი გაესვა ჭარბვალიაონობის პრობლემის გადაჭრის საკითხში ადვოკატთა ჩართულობის როლსა და საჭიროებას.

,,მართალია, ჩვენ ადვოკატები, თავდაუზოგავად ვიბრძვით და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სხვისი უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს, ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება, ჩვენთვითონვე ვიყოთ სამიზნე კონკრეტული ჯგუფების მხრიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ორგანიზაციის დაფუძნება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს ზაზა ხატიაშვილი, ვინაიდან, ზაზა არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის, მთელი თავისი აქტიური ცხოვრების მანძილზე იბრძოდა ადვოკატთა უფლებების დასაცავად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია იქნება ძალიან წარმატებული“ - განაცხადა მარიკა არევაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ადვოკატთა დაცვის საერთაშორისო ცენტრის“ გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ადვოკატთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“ დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც 09 ივნისს გაიმართა.

დღეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „სასამართლო სისტემა ანა კობახიძესთან ერთად“ მარიკა არევაძემ ისაუბრა ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულების საქმეზე.

მისი თქმით ამჟამად სასამართლოში საქმისწარმოება მიმდინარეობს სამი მიმართულებით. პირველი - ეს არის სისხლის სამართლის საქმის განხილვები და ამ მიმართულებით დაზარალებულები ელოდებიან სასამართლო განაჩენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სამოქალაქო წესით მივიდნენ ზიანის ანაზღაურებამდე. მეორე - ეს არის დავა თბილისის მერიასა და საკრებულოს წინააღმდეგ, სადაც მარიკა არევაძის თქმით ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულთა ნაწილის მიმართ დისკრიმინაციით გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებას და მათთვისაც ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემას. ამ დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა დაზარალებულების მოთხოვნა და ამჟამად დაზარალებულები ელოდებიან მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებას - შეასრულებენ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ მოახდენენ მის გასაჩივრებას. მესამე საქმე ეხება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაზარალებულთა შელახულ უფლებას, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს არ მიეცათ შესაძლებლობა მოეხდინათ კარვის გაშლა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმდებარედ და ამით შეილახა მათი გამოხატვის თავისუფლება. ამ დავის ფარგლებში ადვოკატი ამზადებს საკასაციო საჩივარს და იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო არ აღადგენს დაზარალებულებს დარღვეულ უფლებაში, ის არ გამორიცხავს ევროსასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის დაწყებას.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.facebook.com/commersant.ge/videos/10155196212917105/UzpfSTE1OTQ5OTQ0NDM5MDkyNzo2MzQ1NjQ5MjY4ODQzNzQ/

 

 

 

 

დღეს რადიო კომერსანტის გადაცემაში „სასამართლო სისტემა ანა კობახიძესთან ერთად“ მარიკა არევაძემ ისაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებზე და სასამართლოში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ასევე ისაუბრა ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულების საქმეზე.
18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. თბილისის მერიასა და საკრებულოს დაევალა მათთვის ერთჯერადი დახმარების სახით 3 000 ლარის გადახდა.
საქმეს იხილავდა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე. მოსარჩელე მხარე იყო 33 დაზარალებული, ხოლო მოსარჩელე მხარეს სასამართლოში წარმოადგენდნენ ადვოკატები: მარიკა არევაძე და ფრიდონ სიხუაშვილი.
ამ დროისთვის უცნობია თბილისის მერია და საკრებულო გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.