19 მარტს, კსუ-ში მარიკა არევაძის მასტერკლასი გაიმართა.

19 მარტს, კსუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში, სამართლის კვირეულის ფარგლებში, ადვოკატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის, მარიკა არევაძის მასტერკლასი თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - გაიმართა.

მომხსენებელმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების შესახებ, რაც აუცილებელია ადვოკატის პროფესიის დასაუფლებლად.