მარიკა არევაძემ უარი განაცხადა „პერსონა“-ს მიერ მისთვის გადასაცემი ჯილდოს მიღებაზე

2018 წლის აგვისტოს თვეში, ჯგუფის დამფუძნებელი - მარიკა არევაძე, „პერსონას“ მიერ დასახელდა იმ ადამიანთა რიგებში, რომელთაც ამავე წლის დეკემბრის ბოლოს გადაეცემოდათ ჯილდო. კონკრეტულად მარიკა არევაძისათვის უნდა გადაეცათ სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი.

გაცნობებთ, რომ მარიკა არევაძემ უარი განაცხადა ჯილდოს მიღებაზე, რის შესახებაც ასევე ინფორმირებულია ,,პერსონა". ჯილდოს მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვალს ადევნებს და აფასებს მის საქმიანობას.