ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

8-9 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ადოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს გარდა, მონაწილეობას ღებულობენ - ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, რუსეთის, თურქეთისა და პოლონეთის დელეგატები.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
· საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა - მარია სლაზაკი (ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი)
· იურიდიული სერვისების ბაზრის დაცვა - მარია სლაზაკი (ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი)
· საადვოკატო საქმიანობაში შესვლა და დამწყები ადვოკატების მხარდაჭერა; ევროპული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა - რუპერტ ვოლფი (ავსტრიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი)
· გზა ადვოკატის პროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის შემუშავებამდე - ლორან პეტიტი (CCBE--ის ევროპული კონვენციის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე)
· ადვოკატთა ასოციების და კერძო ადვოკატების როლი პრო ბონო იურიდიული დახმარების განხორციელებაში - კრისტოფ ფონ ვილკენი (ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი)

საერთაშორისო კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებს ჯგუფის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - მარიკა არევაძე.

,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“ მოხარულია ადვოკატებს მიულოცოს ადვოკატთა პროფესიული დღე და ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში უსურვოს მათ პროფესიული წინსვლა და წარმატება.