2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა მოქალაქეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა მოქალაქეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ღონისძიებაზე ადვოკატებმა მიმართვა წაიკითხეს, რომელიც გაუგზავნეს აშშ-ს კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს, გაერო-სა და დიპლომატიურ კორპუსებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა, უზრუნველყოფილი იქნას სამშვიდობო ეფექტური ფორმატი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან სამომავლოდ მსგავს დანაშაულებებს აღკვეთს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, აამოქმედონ ყველა პოლიტიკური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მაია ოთინაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მიმართვას ხელი მოაწერეს ჯგუფის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მარიკა არევაძემ და მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის კომუნიკაციის მენეჯერმა თამარ იოსელიანმა.

 

მიმართვის ტექსტი სრულად:

დღეს ჩვენ, მოგმართავთ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ქართველი ხალხი, ვინც ათწლეულების მანძილზე მშვიდობიანი გზით ვიბრძვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენ წინააღმდეგ დგას არაპროპორციული ძალა - რუსეთი და მისი ოკუპაციური პოლიტიკა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება.

29 სექტემბერს, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული იქნა საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედა, ქალბატონი მაია ოთანაშვილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გატაცებას წინ უძღვოდა ფიზიკური ძალადობა. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გატაცებული მოქალაქე  უკანონოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რომლის  მდგომარეობა არის მძიმე, იგი ნაცემია და განიცდის ზეწოლას.

მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილია რუსული პოლიტიკის, სამხედრო აგრესიის, საოკუპაციო ძალების სისასტიკე, რომელიც უკანასკნელ პერიოდშიც არაერთხელ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე, როდესაც 2016 წლის 19 მაისს, სეპარატისტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია და ბოლოს, რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის 24 თებერვალს გატაცებული იქნა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომლის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, წამება, რაც დასრულდა მისი გარდაცვალებით და მხოლოდ რამდენიმე თვიანი მცდელობის შემდეგ გახდა შესაძლებელი დასახიჩრებული და ორგანოებ ამოცლილი მოქალაქის ცხედარის ოჯახში გადმოსვენება.

განუზომელია ამერიკელი და ევროპელი ხალხის პრინციპული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, თუმცა  ჩვენ, მიუხედავად ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერისა, სახეზე გვაქვს საოკუპაციო ძალის მხრიდან თავგასულობა და უკანონო მოქმედებები, მომეტებული საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა და ხშირად, რეჟიმის ამ ტიპის ქმედებებს თან სდევს ადამიანის უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფა.

მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაცია მოცულია სრული, მათ შორის სამართლებრივი დაუსჯელობის სინდრომით. რომის სტატუტის რატიფიცირებაზე რუსეთის უარი, სწორედ ეს არის პირდაპირი გამოხატულება იმის, რომ იმპერიალისტური ამბიციის ფონზე რუსეთი სრულად უგულველყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და დემოკრატიულ  სტანდარტებს.

ვფიქრობთ, საქართველოს და ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ეს არის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მოგმართავთ თხოვნით, ამოქმედებულ იქნას ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი, რათა დაუყონებლივ იქნას გათავისუფლებული, გატაცებული და უკანონო პატიმრობაში - ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე - თეა ოთანაშვილი.

აქვე, გვსურს მოგმართოთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში განხილულ იქნას ახალი, ეფექტური სამშვიდობო ფორმატის ფორმირების საკითხი, რომელიც აღკვეთავს ამ ტიპის დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა