კომპანიის სიახლეები

19 მარტს, კსუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში, სამართლის კვირეულის ფარგლებში, ადვოკატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის, მარიკა არევაძის მასტერკლასი თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - გაიმართა.

მომხსენებელმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების შესახებ, რაც აუცილებელია ადვოკატის პროფესიის დასაუფლებლად.


ა/ო ,,საზოგადოება და ბანკებსა" და ,,მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფს შორის" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც 1 მარტიდან ჩვენი ჯგუფის ადვოკატები საზოგადოება და ბანკების საკონსულტაციო ცენტრის მომხმარებლებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ.

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 2 40 05 05

შერჩევითმა სამართალმა ახლა თიბისი ბანკისთვის მოიცალა და დღეს თუ ამის ნებას მივცემთ, ხვალ კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვიქნებით - ასე ეხმაურება ჯგუფის დამფუძნებელი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწოდებს გადახედოს მის გადაწყვეტილებას.

 განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ:

ყველა ვინც მიცნობს და იცნობს ჩემს საქმიანობას, იცის რომ ვბრძოლობ საბანკო პრობლემების წინააღმდეგ, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ვიბრძვი ჩემი პროფესიული რესურსით და ხშირად წარმატებითაც.ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ბანკის მხარდაჭერა მომიწევდა. მაგრამ ვაკვირდები ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ვხვდები, როგორი დაუცველები ვართ რიგითი მოქალაქეები, როდესაც ამხელა ორგანიზაციას მიადგა შერჩევითი სამართალი, რომელსაც ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესის ელფერი დაჰკრავს.

ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის გარშემო, მაგალითად - რატომ დაინტერესდა პროკურატურა 2019 წლის იანვარში 2008 წლის საბანკო ოპერაციებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მათ შორის თავად ეროვნული ბანკის მიერ შემოწმებული ?რატომ მოხდა ეს ანაკლიის პორტის პროექტის დაწყებამდე ?ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი წილების ან თუნდაც ბიზნესის წართმევას ან უბრალოდ ურჩი ბიზნესმენების „დასჯის“პოლიტიკას ?რატომ ამღერდა ერთ ხმაში ყველა სამთავრობო რგოლი ? რას ემსახურება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რამდენად კანონიერია ის ?

მოვისმინე ბიზნეს ომბუცმენი როგორ გაჭირვებითსაუბრობდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საჭიროებაზე, არადა საუბარი არასდროს უჭირს ხოლმე ... და მივხვდი, დღეს თუ არ მოხდება ხმის ამოღება და არ დაიწყება ბრძოლა სამართლიანობისათვის, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ყველას გვახსოვს ალბათ ცოტახნისწინ განვითარებული მოვლენები - სასამართლოს მიღმა, შუშის სასახლეში დარეგულირებული ბიზნეს დავები; სარდაფებში გარჩეული საქმეები; ბიზნეს წილების მოთხვონა/წართმევის სცენარები; ღიად დაფიქსირებული უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ და დაპირება, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს.

სავარაუდოდ შერჩევითმა სამართალმა ახლა თიბისი ბანკისთვის მოიცალა და დღეს თუ ამის ნებას მივცემთ, ხვალ კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვიქნებით.

ჩვენივე ეკონომიკას ვარყევთ, როდესაც ხელოვნურად ექმნება საფრთხე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და არც იმის ფუფუნება გვაქვს საქართველოს ბიუჯეტიდან ვანაზღაუროთ პერსონების სურვილებზე აგებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებით გამოწვეული ზიანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მინდა მოვუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს - გააკეთოს განმარტებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და გადახედოს მის საჭიროებას; საქართველოს პროკურატურას კი - შეძლოს და აწარმოოს ობიექტური გამოძიება.

ქ. თბილისის მერიამ და საკრებულომ ,,ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან სააპელაციო სასამართლოში დავა წააგო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას და საკრებულოს დაევალა ,,ბავშვთა სამყაროს“ იმ 32 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემა ერთჯერადი დახმარების სახით, რომლებსაც ეს თანხა არ მიუღიათ.

,,ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს მხრიდან თავის დროზე განხორციელდა არსებითად ერთიდაიგივე მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რაც დაუშვებელია და ამ გადაწყვეტილებით ეს უთანასწორობა და დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება“ - მარიკა არევაძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიასა და საკრებულოს 32 დაზარალებულზე, 3 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემა დაევალა. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა თბილისის მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში. საქმეს საქალაქო სასამართლოში ინხილავდა მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ნინო ქადაგიძე

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.facebook.com/159499444390927/videos/325725438044985/ 

ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, აუცილებელია სხვადასხვა სოციალური დახმარებების გამოყოფა ოჯახების წახალისების მიზნით, რათა სახელმწოფომ ხელი შეუწყოს დემოგრაფიული განვითარების წინსვლას. სახელმწიფოს პოლიტიკა მსგავს საკითხთან მიმართებაში უნდა იყოს ისეთი, რომ სამომავლოდ შევძლოთ და თავიდან ავიცილოთ დემოგრაფიული პოლიტიკის გაუარესება და არ დავდგეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც მოსახლეობის განახევრება ჰქვია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სახელმიფო მხარს უჭერს მრავალშვილიანი მშობლის ინსტიტუტსს და გამოყოფს სხვადასხვა სახის დახმარებას მრავალშვილიანი მშობლებისათვის.
საქართველოში მარტოხელა მშობლის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის საკითხი საკმაოდ აქტუალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. საკანონმდებლო ცვლილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი საქართველოში ოფიციალურად 2015 წლის 15 ივნისიდან  არსებობს და ის განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 11911-ემუხლით. წინამდებარე სტატიის ფარგლებში, განხილული იქნება მარტოხელა მშობლის - როგორც დედის, ისე, მამის სამართლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, სტატუსის მიღებისთვის საჭირო წინაპირობები, უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტაცია, სტატუსის გაუქმების საფუძვლები და მასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიები.
2018 წლის აგვისტოს თვეში, ჯგუფის დამფუძნებელი - მარიკა არევაძე, „პერსონას“ მიერ დასახელდა იმ ადამიანთა რიგებში, რომელთაც ამავე წლის დეკემბრის ბოლოს გადაეცემოდათ ჯილდო. კონკრეტულად მარიკა არევაძისათვის უნდა გადაეცათ სამოქალაქო სექტორში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი.

გაცნობებთ, რომ მარიკა არევაძემ უარი განაცხადა ჯილდოს მიღებაზე, რის შესახებაც ასევე ინფორმირებულია ,,პერსონა". ჯილდოს მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად ის მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვალს ადევნებს და აფასებს მის საქმიანობას.
8-9 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ადოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს გარდა, მონაწილეობას ღებულობენ - ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, რუსეთის, თურქეთისა და პოლონეთის დელეგატები.
დღესდღეობით, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას და ამასთანავე გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის საქართველოში. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნებისმი­ე­რი სა­ხის, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ისე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

2018 წლის 05 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა მოქალაქეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის საქმეზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს და რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ღონისძიებაზე ადვოკატებმა მიმართვა წაიკითხეს, რომელიც გაუგზავნეს აშშ-ს კონგრესს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს, გაერო-სა და დიპლომატიურ კორპუსებს.