კორპორატიული შეთავაზება

„მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“ იურიდიულ პირებს სთავაზობს:

• კორპორატიულ მომსახურებას, რომელიც მთლიანად იქნება მორგებული მათ საქმიანობაზე და საჭიროებებზე
• არასტანდარტულ და ხელმისაწვდომ ფასებს.

ჯგუფი იურიდიულ პირებს სთავაზობს შემდეგი ტიპის კორპორატიულ პაკეტებს (თუმცა გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პაკეტებისა, იურიდიული პირის საქმიანობიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ინდივიდუალური კორპორატიული პაკეტის შემუშავება.):

მომსახურების პაკეტი N1
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც საქმიანობის სწორად წარმართვისათვის პერიოდულად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას (იურისტის კონსულტაციას, სამართლებრივ დასკვნებს, საქმიანობის სამართლებრივ მონიტორინგს)
პაკეტში შედის:

1. იურიდიული კონსულტაცია;
2. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში 2);
3. ხელშეკრულების პროექტის შედგენა / ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 4 ხელშეკრულება);
4. განცხადების/წერილის მომზადება / ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 4 ხელშეკრულება).


პაკეტის ფარგლებში კონტრაქტორი ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე 15%-იანი ფასდაკლებით ან ყოველ კონკრეტულ საქმეზე არასტანდარტული ფიქსირებული ტარიფით.

მომსახურების პაკეტი N2

განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც ხშირად საჭიროებენ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას
პაკეტში შედის:

1. იურიდიული კონსულტაცია;
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება;
3. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში არაუმეტეს 2);
4. ხელშეკრულების პროექტის შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 6 ხელშეკრულება);
5. განცხადების/წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 6 ხელშეკრულება);
6. სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია (რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის გარდა) (თვეში არაუმეტეს 2);
7. უძრავი ქონების რეგისტრაცია (თვეში არაუმეტეს 2);
8. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება (თვეში არაუმეტეს 3);
9. ურთიერთობა ნოტარიუსთან;
10. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა (თვეში არაუმეტეს 2);
11. სარჩელის ან შესაგებლის დაწერა (თვეში არაუმეტეს 1).

პაკეტის ფარგლებში კონტრაქტორი ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე და პაკეტში მითითებულ მომსახურების გარდა, სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე 20 %-იანი ფასდაკლებით ან ყოველ კონკრეტულ საქმეზე არასტანდარტული ფიქსირებული ტარიფით.

მომსახურების პაკეტი N3

განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად საჭიროებენ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას
პაკეტში შედის:

1. იურიდიული კონსულტაცია;
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება;
3. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში არაუმეტეს 5);
4. ხელშეკრულების პროექტის შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება);
5. განცხადების/წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება);
6. ხელშეკრულების გაფორმება;
7. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება (თვეში არაუმეტეს 8);
8. საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენა (თვეში არაუმეტეს 4 ხელშეკრულება);
9. ურთიერთობა ნოტარიუსთან;
10. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას (თვეში არაუმეტეს 2);
11. სარჩელის ან შესაგებლის დაწერა (თვეში არაუმეტეს 2);
12. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში (თვეში არაუმეტეს 2);
13. სატენდერო დოკუმენტების მოძიება;
14. სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია (რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის გარდა) (თვეში არაუმეტეს 5);
15. უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 5);
16. სურვილის შემთხვევაში - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა.

პაკეტის ფარგლებში კონტრაქტორი ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე და პაკეტში მითითებულ მომსახურების გარდა, სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე 25 %-იანი ფასდაკლებით ან ყოველ კონკრეტულ საქმეზე არასტანდარტული ფიქსირებული ტარიფით.

მომსახურების პაკეტი N4

განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას და თავიანთი საქმიანობის გამართულ სამართლებრივ უზრუნველყოფას ანდობენ პროფესიონალებს. პაკეტის ფარგლებში მოიაზრება იურისტის უშუალო ჩართულობა კომპანიის ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას
პაკეტში შედის:

1. იურიდიული კონსულტაცია;
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება;
3. იურიდიული აუდიტი (კონტრაქტის ფარგლებში ერთხელ, იურიდიული მომსახურების დაწყებისას);
4. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში არაუმეტეს 15);
5. ხელშეკრულების პროექტის შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 30 ხელშეკრულება);
6. განცხადების/წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 20 ხელშეკრულება);
7. ხელშეკრულების გაფორმება;
8. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება (თვეში არაუმეტეს 15);
9. საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენა (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება);
10. ურთიერთობა ნოტარიუსთან;
11. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას (თვეში არაუმეტეს 5);
12. წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე (თვეში არაუმეტეს 3);
13. წარმომადგენლობა არბიტრაჟში (თვეში არაუმეტეს 3);
14. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში (თვეში არაუმეტეს 5);
15. სატენდერო დოკუმენტების მოძიება;
16. იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 7);
17. უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 7);
18. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
19. სურვილის შემთხვევაში - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა.

პაკეტის ფარგლებში კონტრაქტორი ბიზნეს სუბიექტი ისარგებლებს მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის საათობრივ იურიდიულ მომსახურებაზე და პაკეტში მითითებულ მომსახურების გარდა, სხვა ნებისმიერ მომსახურებაზე 25 %-იანი ფასდაკლებით ან ყოველ კონკრეტულ საქმეზე არასტანდარტული ფიქსირებული ტარიფით.


პაკეტი - VIP მომსახურება
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც თავიანთი კომპანიის საქმიანობის იურიდიული საკითხების დარეგულირებას სრულად ანდობენ იურიდიულ კომპანია „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფს“

პაკეტში შედის:

ლიმიტების გარეშე, ყველა ის იურიდიული მომსახურება, რომელიც შედის „მომსახურების პაკეტი N4“-ში


საათობრივი მომსახურება
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც მუდმივად არ საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას (იურიდიულ კონსულტაციას, იურისტის ჩართულობას მათ მიმდინარე საქმიანობაში). მათთვის იურიდიული მომსახურების საჭიროება დგება კონკრეტულ შემთხვევებში, როგორიც არის - იურიდიული აუდიტი; სამართლებრივი დასკვნის მომზადება კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისათვის; კონკრეტულ მოლაპარაკებაში იურისტის ჩართულობა; კონკრეტულ საქმეზე წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ან სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში

მომსახურება - ერთჯერადი ფიქსირებული ტარიფით

განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც მუდმივად არ საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას (იურიდიულ კონსულტაციას, იურისტის ჩართულობას მათ მიმდინარე საქმიანობაში). მათთვის იურიდიული მომსახურების საჭიროება დგება კონკრეტულ შემთხვევებში და სურთ თანამშრომლობის საწყის ეტაპზევე შეთანხმდნენ ფიქსირებულ ტარიფზე.


პრეზენტაცია, კორპორატიული შეთავაზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ
ბეჭდვა