ჩვენ შესახებ

საადვოკატო კომპანია „მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი“ დაარსებული იქნა 2016 წელს და ის წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფს, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, სამართლის სხვადასხვა სფეროში.

კომპანია უზრუნველყოფს წარმომადგენლობას საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში; წარმომადგენლობას არბიტრაჟში, სახელმწიფო, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. კომპანია უზრუნველყოფს სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, ხელშეკრულებების შედგენას და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას.

ჯგუფის მიზანია კეთილსინდისიერად განახორციელოს კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა და იურიდიული მომსახურების მიღება გახადოს ხელმისაწვდომი. ჯგუფში დასაქმებული პირებს გააჩნიათ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება - სასამართლო წარმომადგენლობის განხორციელების, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების, სამართლებრივი დასკვნების მომზადების, რეკომენდაციებისა და კვლევების განხორციელების მიმართულებით. კომპანიის მმართველ პარტნიორს აქვს 12 წლიანი წარმატებული პროფესიული გამოცდილება და 3 წლიანი სწავლების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში. 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიის წევრი. (http://gba.ge/ka/292/).